ძნელია ასეთი სიურცხვის მოსმენა, ეს იყო დამამცირებელი პროცესი - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი და თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ფულის გათეთრების" საქმის პოლიტიზირება. სხდომის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 2008 წელს ფორსმაჟორულ ვითარებაში განხორციელებული ტრანზაქციებით თიბისი ბანკის დამფუძნებლები თავად დაზარალდნენ და ქონების 2/3 დაკარგეს.
ძნელია ასეთი სიურცხვის მოსმენა, მე მგონია, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის გამორჩეული პოლიტიკური შინაარსით დევნა, ეს დევნა ამ ეტაპზე გულისმხობს სასამართლო სხდომას. ველოდებით ხვალ მოსამართლის გადაწყვეტილებას, იმდენად ყველაფერი ნათელია, რომ თუ ვინმე დაზარალდა ფორსმაჟორული ვითარების გამო 2008 წელს და რომლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ვართ ჩვენ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქონების 2/3. შესაბამისად პროკურატურა იმის გამო, რომ ეს დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ ჩვენი რეპუტაცია შეელახათ, ამტკიცებს, რომ თითქოს ჩვენ რაღაც სარგებელი მივიღეთ. არავისთვის არ ყოფილა ეს ტრანზაქცია დამალული. სამწუხაროდ 3 წელიწადნახევრის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენთვის მიეყენებინათ მაქსიმალური ზიანი. ეს იყო დამამცირებელი პროცესი, დაყადაღებული ანგარიშები, ყველა გასვლაზე პროკურორისგან ნებართვის აღება.მაგრამ ჩვენ ამ პროცესმა გაგვაძლიერა რწმენაში, რომ ესეთი დევნა უნდა შეწყდეს, რომ ქვეყანას გაუჩნდეს მომავალი", - ამბობს ბადრი ჯაფარიძემ.