ივანიშვილი ცოცხალი ადამიანების ბედით ერთობა - გიგი უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე

11.01.22 14:33
ივანიშვილი ცოცხალი ადამიანების ბედით ერთობა - გიგი უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესს აფასებს, რომლის დასკვნითი სხდომაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

უგულავას შეფასებით, აღნისნული პროცესი იმის ნათელ;ი დადასტურებაა, რომ ბიძინა ივანიშვიული ხალხის ბედით ერთობა და საქართველო ემსგავსება შუა აზიურ კლეპტოკრატიულ მმართველობას.

ეს არ არის სასამართლო, ეს არის ტაკიმასხარაობს, მას არაფერი აქვს საერთო სიმართლის გარკვევასთან. ეს არის დასჯისთვის მოგონილი საქმე. იმისთვის, რომ ანაკლია არ აშენებულიყო, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საქმე არ გააკეთო. იმისთვის, რომ ივანიშვილი გვაჯდეს თავზე. 

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი, ეს არ იქნება მართლმსაჯულების ზეიმი. რადგან კარგად ვიცით, რომ პოლიტიკურ საქმეზე გადაწყვეტილება პოლიტიკური კუნიუქტურით მიიღება. რა გაქანებაც აქვს აღებული ,,ქართულ ოცნებას" ეს საქმე უფრო ბრუტალურისკენ მიდის.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის რეპუტაციას კიდევ უფრო ანულებს. ივანიშვილის პირობებში სულ უფრო ვემსგავსებით შუა აზიურ კლეპტოკრატიულ ქვეყანას, სადაც მხოლოდ კორუფციაა ლოიალურობის გამოხატულება. მარტო ასეთი ხალხითაა დაკომპლექტებული დღეს ხელისუფლება. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს ქვეყნისთვის. 

ჯერ დავიჭიროთ და მერე შევიწყალებთო-ივანიშვილი ცოცხალი ხალხის ბედით ერთობა - განაცხადა გიგი უგულავამ.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - გამოძიება ,,ლელოს" ლიდფერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში დებს ბრალს.

ხვალ 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.