წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
ხმაური და დაპირისპირება წალენჯიხაში - საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე დღეს საქმე კენჭისყრამდეც კი ვერ მივიდა.
,,ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა გახარიას გუნდის შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც ცხრა თანამდებობიდან ოთხი პარტია ,,საქართველოსთვის" და მმართველმა პარტიამ უნდა გაინაწილონ, დანარჩენი კი - ოპოზიციამ.
,,ლელომ" სხდომაზე ახალი წინადადება წარადგინა: 6 თანამდებობა ოპოზიციას, სამი კი - ,,ქართულ ოცნებას".
,,ლელოს" ინიციატივას დარბაზში კამათი მოჰყვა. სხდომა ჩაიშალა და ოცი იანვრისთვის გადაიდო.