ეროვნული მობილიზაციის გეგმა - ხაბეიშვილი სააკაშვილს ხვდება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ხვდება. განხილვის მთავარი თემა ეროვნული მობილიზაციის გეგმა იქნება, რომელიც ენმ-მ საზოგადოებას უნდა გააცნოს.
საუბარი მექნება ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის. ვიცით, რომ ის მუშაობს ამ მიმართულები, მათ შორის, მაქვს რაღაცა კონკრეტული წერილები, რომელიც მას უნდა გადავცე. როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის ფასის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, როგორ უნდა იყოს ადამიანების კეთილდღეობა უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში. ამ საკითხებზე მექნება საუბარი. გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი. გამოსვლის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო. ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის", - თქვა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც მესამე პრეზიდენტის მთავარი გზავნილია "შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები". არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს.