ვადამდელი არჩევნები მიღწევადია, თუ სრულიად ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს - გუგავა

11.01.22 17:02
ვადამდელი არჩევნები მიღწევადია, თუ სრულიად ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს - გუგავა

"ლეიბორისტული პარტია" ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მთელი ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, ენმ-ს ეს ინიციატივა  მოქალაქეების მოტყუებაა. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიღწევადია იმ შემთხვევაში, თუ სრულიად ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს. თან პარლამენტში იყო და თან ითხოვდე ვადამდელ არჩევნებს ოქსიმორონია. ჩვენ ისეთ ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება მოქალაქეების მოტყუება, ყალბი ილუზიების შექმნას, რომელიც მთვარდება შემდეგ უპერსპექტივობით, ასეთს ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევუერთდებით და მხარს ვერ დავუჭერთ", - ამბობს გიორგი გუგავა. 

ვადამდელი არჩევნების ინიციატივა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას უერთდება. ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი", "ლელო"  და "კანონი და სამართალი"  ინიციატივას მხარს უჭერენ. რაც შეეხებადანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს  "ლეიბორისტულ პარტიას" და პარტია "საქართველოსთვის" ისინი ინიციატივას  არ ემხრობიან.