ჩემი შვილიშვილი მოდის და.. მომეცი ფული, უნდა გავათეთრო, ბაბუო - ავთანდილ წერეთელი
,,ტვ პირველის" დამფუძნებელი ფულის გათეთრების საქმეზე პროკურატურის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
თუ ფულს გავათეთრებდი, მესამედი მე რატომ შემხვდებოდა?- ამის შესახებ ავთანდილ წერეთელმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ხალხს ჰგონია, რომ ფული გავათეთრე, გავიყავი და მესამედი მე შემხვდა. ჯერ ერთი, თუ ფულს გავათეთრებდი, მესამედი მე რატომ შემხვდებოდა?
ტელევიზიები, ჩემი ტელევიზია იქნება, თუ სხვა ტელევიზია, სულ იძახიან — "ფულის გათეთრება, ფულის გათეთრება, ავთანდილ წერეთელი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე".
ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ფული, უნდა გავათეთრო, ბაბუო.- განაცხადა ავთო წერეთელმა.
ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხვალ, 11 საათზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.