პრეზიდენტის ვეტო - სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამდე 48 საათი რჩება

11.01.22 17:21
პრეზიდენტის ვეტო - სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამდე  48 საათი რჩება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე 48 საათი რჩება. 13 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ან ხელი უნდა მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტს  ვეტოს დადება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ახლა "ქართული ოცნება" შუამავლების მეშვეობით ცდილობს პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, თუმცა საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ პრეზიდენტს ვეტოს დასადებად შინაარსობრივი არგუმენტები არ აქვს, ამიტომ მისგან ამ ნაბიჯს არ ელოდებიან.

ვეტოს უნდა ჰქონდეს კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებული არგუმენტაცია. ვფიქრობ, გამომდინირაე იქიდან, რომ ამირებულ კანონმდებლობას არ აქვს შინაარსობრივი ხასიათის ხარვეზები, ეს ვეტო არ განხორციელდება, - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 

ამაზე აზრს იზიარებს მმართველი გუნდის დეპუტატი დავით სერგეენკოც. სერგეენკო ფიქრობს, რომ ვეტოს დადებამდე საქმე არ მივა. 

თუ ის გადაწყვეტს, რომ ვეტო დაადოს ამ საკითხს, ამას თავისი პროცედურა აქვს და მან უნდა წარმოადგინოს მნიშვნელოვანი არგუმენტები ამისთვის, რაზეც იქნება პარლამენტში ღია მსჯელობა პლენალურ სხდომაზე და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, დაძლეული იყოს თ არა. მე ვფიქრობ, რომ ვეტომდე უბრალოდ არ მივა საქმე, რადგან კომუნიკაცია შედგება, - თქვა სერგეენკომ. 

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონს ვეტოს მაინც დაადებს, სახელისუფლებო გუნდი ვეტოს დაძლევას გეგმავს. 

საპირისპიროს ფიქრობს ოპოზიცია. პატია "სამართლიანობისთვის" თავმდჯომარე ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მის განსაკუთრებულ უფლებას გამოუყენებს და სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონს ვეტოს მაინც დაადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს იქნება პირველი სილა, რომელსაც პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" გააწნის. 

ვეტო დადების შემთხვევაში პარლამენტი აგხდება იძულებული უშუალოდ ინსპექტოირის ჩართულობით და ყველა იმ პროცედურის დაცვით, რაც სჭირდება ასეთი ცვლილების განხორციელებას, თავიდან გაიაროს პროცესი, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მის განსაკუთრებულ უფლებას. „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტის ვეტო იქნება პირველი სილის გაწნა, - თქვა ბესელიამ.