საწვავის ფასის კლება, გაზრდილი პენსიები და ხელფასები - სააკაშვილის ეკონომიკური განვითარების გეგმა
მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებისთვის ეკონომიკური განვითარების გეგმა მოამზადა, რომელიც ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა გააცნო. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტიკური კონსულტაციები დღეისათვის დასრულდა. შეხვედრაზე მთავარ საკითხებად განიხილეს საწვავის ფასის კლება, პენსიების ზრდა, სახელფასო მინიმუმის ზრდა და სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობის გაჩენა. სააკაშვილის გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს საწვავის ფასის შემცირება და გაიზარდოს პენსიები და ხელფასების მინიმალური რაოდენობა.
ლევან ხაბეიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამოცხადდეს ეროვნული მობილიზება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.
საწვავის ფასის მინიმუმ 80 თეთრით შემცირება როგორ უნდა მოხდეს იქნება ეს აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება. როგორ უნდა იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1500 ლარიდან. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას, რომ შესაძლებელი გახდეს 500-600 ლარი პენსია ჰქონდეს ჩვენ პენსიონერებს. მეოთხე საკითხი ეხებოდა ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ უზრუნველყოფილი სწვალის შესაძლებლობა", - თქვა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც მესამე პრეზიდენტის მთავარი გზავნილია "შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები". არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს.