პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველსო მესამე პრეზიდენტის მორიგი გზავნილი- მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ციხეში ის რუსეთის პრეზიდენტის პირადი მითითების საფუძველზე ჩასვეს, რადგან პუტინს სურდა, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლის პროცესი ჩაეშალა.
ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ "საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები", ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა, ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს. სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, "ყველაზე ჭკვიანებმა", რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში?
ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,
ბ) ამნისტიის გამო,
გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,
დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.