თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტრო გაამართლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და ამიერიდან ეს უწყება აღარ ითვლება კანონდამრღვევად, მას არ ეკისრება ვალდებულება, წაშალოს ინტერნეტში განთავსებული მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები, ასევე, გადაიხადოს ჯარიმა.
აღნიშნული ვალდებულება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინსექტორის სამსახურმა დააკისრა. ლონდა თოლორააიას უწყებამ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია ადამიანის პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი, როცა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ციხის საკანში კვებისა და გლდანის საპყრობილეში გადაყვანის კადრები.
ინსპექტორის სამსახურის ეს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
ლონდა თოლორაიას უწყება აპირებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.