ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება. როგორც "ლელოს"ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ბრალდებულები სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან და განაჩენს თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში მოისმენენ. ტვ პირველის ოფისში იმყოფება ავთანდილ წერეთელიც, რომელიც ასევე, განაჩენს ტელეკომპანიის ეთერით მოისმენს.
თავად ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.