ივანიშვილს დღეს განაჩენი საკუთარი თავისთვის გამოაქვს - საბა ბუაძე

12.01.22 10:36
ივანიშვილს დღეს განაჩენი საკუთარი თავისთვის გამოაქვს - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს განაჩენი არა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის გამოაქვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გაგმამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათი ბრძოლა კიდევ უფრო მოტივირებული იქნება.  

სინამდვილეში დღეს გადაწყვეტილება ივანიშვილს ხაზარაძე-ჯაფარიძე და წერეთლისთვის კი არ გამოაქვს. ივანიშვილს დღეს გადაწყვეტილება გამოაქვს საკუთარი თავისთვის და მათ შორის, იმაზე თუ როგორ გაგრძელდება მისი პოლიტიკური ცხოვრება. ამ საქმეს აქვს გაცილებით უფრო დიდი ეფექტი, ვიდრე რამდენიმე ადამიანის  თავისუფლება. ამ საქმეზე არსი დამოკიდებული სა~ბოლოოდ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მახინჯ ფურცელს ჩვენი უახლოესი  ისტორიის ჩვენ  გადავშლით და ივანიშვილი არ გააკეთებს იმას, რისი მოლოდინიც აქვს ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ ეს მხოლოდ იმედია, ჩვენ ყველანაირი ბრძოლისთის ვართ მზად და ციხით და დაპატიმრებით ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება, - განაცხადა ბუაძემ. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება. როგორც "ლელოს"ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ბრალდებულები სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან და განაჩენს თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში მოისმენენ. ტვ პირველის შენობაში იმყოფება ავთანდილ წერეთელიც, რომელიც ასევე,  განაჩენს ტელეკომპანიის ეთერით მოისმენს. 

თავად ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.