არ გვეშინია ივანიშვილის, მოვიდნენ და დაადონ ბორკილები - ვატო წერეთელი
"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ სასამართლოს ვერდიქტის მიუხედავად, "ტვ პირველი" სარედაქციო პოლიტიკას არ შეიცვლის და არხი კიდევ უფრო კრიტიკული იქნება. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ავთანდილ წერეთელი მზად არის პოლიტიკური პატიმარი გახდეს.
ტელევიზიის გამო არის ჩემს ოჯახზე შტურმი. მამამ შეწყვიტა მკურნალობა და ჩამოვედით.რომელი ქოცი შეწყვეტდა მკურნალობას და ჩამოვიდოდა საქართველოში. ჩვენ არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილის, თუ დაჭერა უნდათ არ არის პრობლემა მოვიდნენ და მამა მზად არის გახდეს პოლიტიკური პატიმარი, მოვიდნენ და დაადონ ბორკილები. ტელევიზია არასდროს სარედაქციო პოლიტიკას, უფრო მეტი კრიტიკული და მწვავე გადაცემები და რეპორტაჟები გავა ჩვენ არხზე", - ამბობს ვატო წერეთელი.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი წარუდგინათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.
"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება