"ყველაფერს ველოდები" - ავთანდილ წერეთელი განაჩენს ტვ პირველის ოფისში ელოდება

12.01.22 10:44
"ყველაფერს ველოდები" - ავთანდილ წერეთელი განაჩენს ტვ პირველის ოფისში ელოდება

ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის შენობაში ელოდება. მისი თქმით, ნებისმიერი განაჩენისთვის მზად არის. 

ყველაფერს ველოდები, არ არის გასაკვირი დღეს. რა მოხდება არავი არაფერი იცის. დამიჭერენ- დამიჭერენ... რატომ დამიჭერენ? არც ხელი მაქვს მოწერილი, არც დირექტორის ვიყავი, არც დამფუძნებელი ვიყავი, არაფერი არ ვიყავი... გინდა თუ არა იყავიო... და ვიყავი ვარ ე.ი., - ამბობს ავთანდილ წერეთელი. 

 ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება.