თურმე თაღლითიც ვყოფილვარ, გასაჩივრდება ყველა ვარიანტში - ავთანდილ წერეთელი

12.01.22 11:20
თურმე  თაღლითიც ვყოფილვარ, გასაჩივრდება  ყველა ვარიანტში - ავთანდილ წერეთელი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. წერეთელი მოსამართლის გადაწყვეტილებას 

ყველა ვარიანტში გასაჩივრდება. ჯერ ფულს ვათეთრებდი, ეხლა თაღლითიც ვყოფილვარ. თვითონ არ იციან რისთვის მომისაჯეს 7 წელი, მქონდა გამართლების მოლოდინი", - ამბობს ავთანდილ წერეთელი. 

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

 მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა,გაუქმდა დადებული ყადაღებიც.