"გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ" - ბადრი ჯაფარიძე
"თიბისი " ბანკის დამფუძნებლები სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებენ. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლის გაანჩენის მოსმენის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლის გაადწყვეტილება სამართლიანი არ ყოფილა.
ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგარძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ, რომ არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არ ყოფილა ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, ამიტომ მოსამართლემ შეცვალა ეს მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცრება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით მომისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობაა, შესაბამისად, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანმხებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ჩვენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფიონანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩნეთ, გავხადეთ ჩენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც, ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში, ყველას დიდი მადლობა, ბრძოლა გრძელდება, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნასავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.