პროკურატურას თავზე ჩამოემხო ფულის გათეთრების საქმე - ვატო წერეთელი
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. წერეთელი ამბობს, რომ ფულის გათეთრების საქმე პროკურატურას თავზე ჩამოემხო და ახალი აბსურდული ბრალდება შეთხზეს თაღლითობის შესახებ. "ტვ პირველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად გრძელდება.
პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე, ფაქტიურად 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რაც არის, აუცილებლად გავასაჩივრებთ, რას ნიშნავს თაღლითობა, როცა გამოძიება არ არის ჩატარებული, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, არ ნიშნავს ,რომ რამე დამთავრდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის", - ამბობს ვატო წერეთელი.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი აღნიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, გაუქმდა დადებული ყადაღებიც.