მქონდა მოლოდინი, რომ დაკავებას ვერ გაბედავდა, ივანიშვილის სტანდარტითაც კი მეტისმეტი იქნებოდა - ნიკა მელია
მქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი ახალი პოლიტიკური პატიმრების ყოლას ვერ გაბედავდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობსი" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამის მიუხედავად, ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება ბიძინა ივანიშვილის ხელშია, თავს დაცულად ვერცერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს.
ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა, ამ ეტაპზე კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა იმ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს. მე პირადად მქონდა ეს მოლოდინი, რომ ის ამას ვერ გაბედავდა, ვინაიდან მისივე სტანდარტითაც კი ეს იქნებოდა მეტისმეტი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ ადამიანები სამი წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მიხარია, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ბევრნი არიან ოპოზიციურო პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც არ ნებდებიან და თავს არ უხრიან. პრობლემა, რა თქმა უნდა, არსად არ წასულა, უდიდესი პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება. სანამ პოლიტიკური მართლსამჯულება როგორც იარღი აქვს ხელში ჩაგდებული ბიძიინა ივანიშვილს, საქართველოს ვერცერთი მოქალაქე თავს ვერ იგრძნობს დაცულად, - თქვა მელიამ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავისუფლებული იქნა.