ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება - სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

12.01.22 11:49
ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება - სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველები, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი, მივიდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილთან იმ გადაწყვეტილებას განიხილავენ, რომელიც მოსამართლე ციცინო როხვაძემ მიიღო.  საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, რის გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს ჯარიმა დააკისრა, სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა. 

ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ  ამ შემთხვევაში კონკრეტულად მოსამართლე ციცინო როხვაძემ, როგორც რეპრესიული მანქანის ჭანჭიკმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში სასამართლოც ჩართული ყოფილიყო, ციცინო როხვაძემ არც დამალა, რომ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.