პოლიტიკურ დევნაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია - სარჯველაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ბრალდებულების მიმართ პოლიტყიკურ დევნაზე საუბარი ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.
მმართველი გუნდის წევრი თვლის, რომ დანაშაულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები მხოლოდ სამართლებრივი შეფასების საკითხშია.
ქმედება, რომელიც ჩადენილია კონკრეტული პირების მხრიდან, არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო და დადასტურდა დღეს უდავოდ და ამის საწინააღმნდეგოდ არგუმენტიც არ არის წამოყენებული, რომ "დიახ, ეს იყო მართლსაწინააღმდეგო აქტი". განსხვავებული პოზიციები სამართლებრივი შეფასების საკითხშია, რომ რა ჰქვია ამ დანაშაულს. აი, ამაშია მხოლოდ განსხვავებული მოსაზრებები და ამის შემდეგ როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა გაკეთდეს, ჩემი აზრით, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ან თუნდაც იმ არ ვიცი, რაღაც უცნაურ ჩიხებზეც საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი არ არსებობს, - თქვა სარჯველაძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნასავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.