"კლასიკური საბჭოთა მართლმსაჯულება ჩაატარეს" - უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

12.01.22 13:09
"კლასიკური საბჭოთა მართლმსაჯულება ჩაატარეს" - უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგუალავა მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლომ კლასიკური საბჭოთა მართლმსაჯულება ჩაატარა. 

კლასიკური საბჭოთა მართლმსაჯულება ჩაატარეს იმიტომ, რომ ახლა ვნახავთ უმრავლესობის მესიჯბოქს, რომ "აი, ხომ გეუბნებოდით, რომ არიან დამნაშავეები" და საბჭოთა ის მოდელიც ეგეთი იყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა შენ მოიპარე თუ გაგქურდეს, რაღაცნაირად ჩარეული ნიყავი, - თქვა უგულავამ. 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ჯაფარიძე და ავთანდილ  წერეთელი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ  გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და  ავთანდილ წერეთელს   7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და თაღლითობის მუხლით შეცვალა. კერძოდ, გიორგი არევაძემ ისინი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ, რაც წინასწარი შეთანხმებით,  დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.