მურუსიძის სასამართლოსაც კი გაუჭირდა პროკურატურის გამოგონილი ისტორიების დაკანონება - ნოდარ მელაძე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მისი დამტკიცება მურუსიძის სასამართლოსაც კი გაუჭირდა და მოსამართლემ გამოსავალი ახალი ბრალის წარდგენით იპოვა.
დღეს გავიგეთ ორი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი, რომ რასაც პროკურატურა ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ეს იყო ფულის გათეთრება, ეს იყო ტყუილი და სიცრუეში აცხოვრებდა საქართველოს პროკურატურა მთელ საქართველოს და ამ ყველაფერს ჰქონდა სხვა ფარული განზრახვა, გაენეიტრალებინათ "ტვ პირველი" და "ლელოს" ლიდერები.
ხოლო მეორე, ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო ისევ აღმოჩნდა მაშველი რგოლი საქართველოს პროკურატურისათვის და ერთგვარად გამოსავლის მოძებნას შეეცადა მოსამართლე, ვერ გაბედა მიეღო გადაწყვეტილება, რომ ეთქვა, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა.
ხელისუფლების განზრახვა იყო, მე ვფიქრობ, რომ 4 წლის განმავლობაში შეექმნა შოუ, რომ ეს ადამიანები არიან ფულის გამთეთრებლები, თუმცა მურუსიძის სასამართლოსაც კი გაუჭირდა პროკურატურის გამოგონილი ისტორიების დაკანონება", - ნოდარ
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.