არარსებული სასჯელი მიუსაჯეს - დავით ბაქრაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

12.01.22 13:20
 არარსებული სასჯელი მიუსაჯეს - დავით ბაქრაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე, მიიჩნევს, რომ ხაზაერაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე არარსებული საქმიდან მოხდა გადაკვალიფიცირება არარსებულ მუხლზე და საბოლოოდ ,,ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს არარსებული სასჯელი მიუსაჯეს.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" დღეს უკან არ დაიხია და იმის დამტკიცება სცადა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს რაღაც ბრალი აქვთ.

არარსებული საქმიდან მეორე არარსებულ მუხლზე მოხდა გადაკვალიფიცირება და მიუსაჯეს არარსებული სასჯელი, ანუ, დღეს სასამართლო აღმოჩნდა უკიდურესად არაკვალიფიციურ და დამცირებულ მდგომარეობაში, რადგან ხელისუფლებამ, პროკურატურამ, ,,ქართულმა ოცნებამ" უკან არ დაიხიეს, შეეცადეს, ეჩვენებინათ, რომ რაღაც ბრალი ამ ხალხს აქვთ.  - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს მოსამართლე გიორგი არევაძემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. ,,ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს ფულის გათეთრების ბრალდება მოეხსნათ, თუმცა ისინი თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლეს.