ივანიშვილს აქვს მცდელობა თაღლითის იარლიყი მიაწებოს ბიზნესმენებს - ეკა გიგაური
ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. "საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება წინდაწინ ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, რადგან აღნშნული საქმის წარმოება სწორედ მის ინტერესებს ემსახურებოდა.
გიგაუყრის თქმით, ივანიშვილი სასამართლოს ამ განაჩენით ბიზნესმენებისთვის თაღლითის იარლიყის მიწებებას შეეცადა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნებოდა შეთანხმებული ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ასეთ საქმეებში, სადაც მისი პირადი ინტერესებია, მასთან შეთანხმებით მიიღება გადაწყვეტილებები. ივანიშვილმა მიიღო ის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდა და ასევე, დღეს ამ გადაწყვეტილებით მას აქვს მცდელობა, რომ თაღლითს იარლიყი მიაწებოს ბიზნესმენებს, რომლებმაც შეიძლება მოიწვიონ ინვესტორები, - თქვა გიგაურმა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.