სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ოცნების" დავალებების ყურმოჭრილი შემსრულებელია - სააკაშვილის ადვოკატი

12.01.22 13:31
სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ოცნების" დავალებების ყურმოჭრილი შემსრულებელია - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სასამართლოს  გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლება ყველანაირ ბრძოლის მეთოდს გამოიყენებს. ბასილაიას თქმით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სასამართლოსა და "ქართულ ოცნებას" შორის შუამავალია.  საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, რის გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს ჯარიმა დააკისრა, სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა. 

სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის ყურმოჭრილი შემსრულებელი  "ქართული ოცნებისგან" მიღებული დავალებების. იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე გვევლინება სასამართლოს პირდაპირ  მიმთითებელ პირად, მესენჯერი სასამართლოსა და ივანიშვილს შორის არის ბრეგაძე.

ქართულმა სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს არ ექნება არანაირი დაცვა", - ამბობს ბექა ბასილაია.

მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი თანაგუნდელი აკაკი მინაშვილის მოინახულებს.