ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის დაპატიმრება - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება და გზავნილში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვერ გარისკა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 3 წლიანი პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულებსა და ვატო წერეთელს თავი ღირსეულად ეჭირათ.
ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი "განსასჯელებს" და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.
მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე.
ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე. - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ,,ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს ფულის გათეთრების ბრალდება მოეხსნათ.