"შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე" - მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწრება

12.01.22 14:07
"შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე" - მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

მესამე პრეზიდენტი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომლითაც მისი კადრების გავრცელების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული სანქცია გაუქმდა.

მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე.ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" დღის პირველზე და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.