ასევე მოვიგებთ ყველა ბრძოლას... ანაკლიასაც ავაშენებთ! - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს"ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასამართლო განაჩენის გამოცხადებას სოციალურ ქსელშიც ეხმიანება და მოსამართლის ახალ ბრალდებას ბოდვას უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.
მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს.
ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!
ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,
სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.
ბრძოლის პირველი
რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...
ანაკლიასაც ავაშენებთ,
სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც!
მადლობა ყველა გულშემატკივარს, - წერს ხაზარაძე.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.