გადაწყვეტილებები იწერება სასამართლოს გარეთ - ბადრი ჯაფარიძე

12.01.22 15:05
გადაწყვეტილებები იწერება სასამართლოს გარეთ  - ბადრი ჯაფარიძე

პროკურატურის განცხადებას, რომელიც განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებები სასამართლოს გარეთ, "ქართული ოცნების" ინტერესებიდან გამომდინარე იწერება.

ოპოზიციონერი ლიდერი ბრძოლის გაგრძელებას ბრალის გაბათილებამდე აანონსებს. 

მე ვფიქრობ, რომ ვერ შეძლეს ამ სასამართლოს პირობებშიც კი ამ ბრალის დადასტურება, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო და გითხრათ გულწრფელად, რომ ჩვენ ხომ გვესმის, რომ გადაწყვეტილებები სასამართლოში არ იწერება, გადაწყვეტილებები იწერება სასამართლოს გარეთ და "ქართული ოცნების" სურვილების და გეგმების მიხედვით ხდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის, რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ ყველა ინსტანციაში, სანამ ის არ იქნება გაბათილებელი, ასეთი ზეწოლა, ასეთი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მხრიდან ფარგლებს გარეთშ და ფარგლებს შიგნით, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, - თქვა ჯაფარიძემ.