შეხვედრები თანაგუნდელებთან - მიხეილ სააკაშვილს აკაკი მინაშვილი ხვდება

12.01.22 15:16
შეხვედრები თანაგუნდელებთან - მიხეილ სააკაშვილს აკაკი მინაშვილი  ხვდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ხვდება. მინაშვილის  თქმით, მესამე პრეზიდენტთან კონსულტაციის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება იქნება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო ერთ-ერთი იმ ინსტიტუტეტისგან, რომელმაც ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა ეს და დამნაშავე პირები დაესაჯა. უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, მან გააუქმა მთლიანად ინსტიტუტი. სააკაშვილმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე გამოაქვეყნა და ის თვითონ ისაუბრებს ხვალინდელ თემებზე. მისთვის მთავარი და პრიოროტეტული არის ის, რომ ქვეყანა გამოვიდეს იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელიც დღეს არის", - თქვა აკაკი მინაშვილმა.