ვნახეთ დაანონსებული ახალი ტერორი,ხელისუფლების მიზანია, წნეხის ქვეშ გვამყოფოს ჟურნალისტები - ნოდარ მელაძე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დაანონსებული ტერორია. მელაძის თქმით, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სასამართლომ ბრალდებულები დააპატიმროს და კრიტიკული მედია წნეხის ქვეშ ამყოფოს.
დღეს მოსამართლისგან მოვისმინეთ, რომ პროკურატურა აცხოვრებდა 3 წლის განმავლობაში სიცრუეში სრულიად საქართველოს, რადგან ფულის გათეთრების დადასტურებაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მურუსიძის სასამართლოსთვის და ვნახეთ დაანონსებული ახალი ტერორი, როგორც ჩანს, კიდევ მინიმუმ 1 წელი ამდენი ხანი დაჭირდება ამ დავის განხილვას, იქნება ეს საქმე გამოკიდებული, ნებისმიერ წუთს შეეძლება სააპელაციო სასამართლომ მიიღოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენი არხის მფლობელის ოჯახის წევრის.
მშვიდად ყოფნის საშუალებას ეს გადაწყვეტილება არ გვაძლევს. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანი არის, რომ მუდმივი წნეხის ქვეშ გვამყოფოს ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების მეგობარ მედიას არ წარმოვადგენთ და თავისთავად "ლელოს" ლიდერები, რომლებიც ამ სამქის მთავარი ფიგურანტები არიან", - ამბობს ნოდარ მელაძე.