პოლიტიკური კრიზისი და ეროვნული მობილიზების გეგმა - სააკაშვილი აკაკი მინაშვილს შეხვდა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი, რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმებზე მუშაობს.
მთავარი საუბარი რაც გვქონდა ამ რამდენიმე საათის განმავლობაში, იყო იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ, ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიყვანოთ. ეს იყო საუბრის მთავარი თემა. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს თავისუფლება შეზღუდული, მას არ აქვს კარგი პირობები, მისი მთავარი საფიქრალი არის ის, რომ ის მხნეობა, რაც აქვს, გამოიყენოს იმისთვის, რომ ის გზა, რაც აუცილებელია, ამ გზაზე იფიქროს. ძალიან მხნეს არის, ძალიან შემართებით არის", - ამბობს აკაკი მინაშვილი.
მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია შევიდა. გვარამიას მედიასთა კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც მესამე პრეზიდენტის მთავარი გზავნილია "შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები". არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს.