შეუწყდება თუ არა დეპუტატის მანდატი ბადრი ჯაფარიძეს - რას გადაწყვეტს "ოცნება"
შეუწყდება თუ არა დეპუტატის მანდატი ბადრი ჯაფარიძეს - კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დეპუტატს უფლებამოსილება უნდა შეუწწყდეს. ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ იმოქმედებს "ქართული ოცნება", წაიკითხავს კონსტიტუციას მისი ნამდვილი შინაარსის მიხედვით თუ საკუთარი მიზნების გათვალისწინებით.
კონსტიტუცია არა განაჩენის შედეგად სასჯელის დანიშვნას, არამედ განაჩენით პირის დამნაშავედ გამოცხადებას უკავშირებს მისი გრამატიკული განმარტების პირობებში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამიტომ ეს საკითხი ალბათ დადგება დღის წესრიგში და საინტერესო იქნება როგორ მოახდენს ინტერპრეტაციას კონსტიტუციის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტი, მას წაიკითხავს მისი ნამდვილი შინაარსის გათვალისწინებით ანუ იმ მიზნების გათვალისწინებით, რასაც შესაძლებელია ემსახურებოდეს და იცავდეს კონსტიტუცია თუ გრამატიკულად და ფორმალურად ამას დაუდებს და გამოიყენებს საფუძვლად ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, - თქვა მშვენიერაძემ.
ლელოს" ლიდერისთვის მანდატის ჩამორთმევის საფუძველს ვერც მესამე სექტოის წარმოამდგენლები ხედავენ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლსამჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია,რომ აქცენტი თვითონ განაჩენის სისწორეზე გაკეთდეს.
იმ შემთხვევაში თუკი გამამტყუნებელი განაჩენი სწორად, სამასრთლებრივად გამართული გზით არის დამდგარი, პირიქით, ლოგიკურიც არის, რომ დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე წამოიჭრას დისკუსია, ეს ლოგიკურიც არის. აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თვითონ ეს გამამტყუნებელი განაჩენი რამდენად სწორად დადგა. ზუსტა იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადა იყო გასული, სწორედ ამიტომ აღარ უნდა დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი, - ამბობს გურამ იმნაძე