საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება - სხდომას მსჯავრდებული პრეზიდენტიც დაესწრება

13.01.22 09:44
საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება - სხდომას მსჯავრდებული პრეზიდენტიც დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართება. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომას, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული  თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ ციხიდან დაანონსა, რომ ხალხთან სალაპარაკო აქვს.

დღეს გაიმართება სასამართლო სხდომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე. ამ სასამართლო სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, დაესწრება. ჩვე ვნახეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადექვატური რეაგირება, რომელმაც კანონისადმი მორჩილება აირჩია ბიძინა ივანიშვილისადმი უკანონო დავალაბებისადმი მორჩილებას. ბიძინა ივანიშვილი არ შეეგუება არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობას და არცერთ მოხელეს არ აპატიებს მისი ერთგულების ნაცვლად კანონისადმი და საქართველოს კონსტიტუციისადმი ერთგულებას, - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

 მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.