სოფო ბედიასა და მაკა ზამბახიძის კონცერტი სენაკის ბიუჯეტს 16.5 ათასი ლარი დაუჯდა - "ფლანგვის დეტექტორი"

13.01.22 10:14
სოფო ბედიასა და მაკა ზამბახიძის კონცერტი სენაკის ბიუჯეტს 16.5 ათასი ლარი დაუჯდა - "ფლანგვის დეტექტორი"

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 25 დეკემბრის კონცერტი სენაკის მერიას 16,580 ლარი დაუჯდა, საიდანაც 10,380 ლარი მაკა ზამბახიძეს, ხოლო 6,200 ლარი სოფო ბედიას გადაუხადეს.

მათი თქმით, სოფო ბედია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ვიდოერგოლებში აქტიურად მონაწილეობს და საზოგადოებას მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. სოფო ბედიას ქმარი (მიშა მესხი) მმართველი პარტიიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო;

2018-21 წლებში სენაკის მერიამ სოფო ბედიას ჯამში 13,000 ლარი გადაუხადა წინასაახალწლოდ და წინასაარჩევნოდ საკონცერტო მომსახურებისთვის", - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.