მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია საზღვრის უაკნონო კვეთასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის მიმართ ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნების გამო ასამართლებს.
ბასილაია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქართული სამართლის სისტემაში გადაწყვეტილებები "ქართული ოცნების" დაკვეთით მიიღება.
ეს არის სამშობლოში პრეზიდენტის დაბრუნების საქმე. მიხეილ სააკაშვილის ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკუთარი მოვალეობები შეასრულა პირნათლად, როდესაც პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ჩადენილი კანონდარღვევები შეაფასა პირუთვნელად. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია იმის, რომ ქართული სამართლის სისტემაში საერთო სასამართლოებში, ბუნებრივია, გადაწყვეტილებები მიიღება დაკვეთით „ქართული ოცნების“, - თქვა ბასილაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13 იანვარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართება. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომას, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.