"ოცნება" ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იმსჯელებს

13.01.22 11:12
"ოცნება" ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იმსჯელებს

"ქართული ოცნება" ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე მსჯელობას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყებს.  "ოცნება"  სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს გამოითხოვს, დასკვნას მოამზადებს და ბიუროს გადასცემს. 

"ლელოს" ლიდერის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, კანონმდებლობა მმართველ პარტიას ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა მაინც ყველაფერი "ქართული ოცნების" კეთილ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. 

კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი  თუ შინაარსობრივად გავიზიარებთ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია და რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლებული იქნა სასჯელის მოხდისგან, რაც ამ წუთში ძალაში გვაქვს და მას არც ნასამართლეობა არ აქვს. შესაბამისად, თუ მარლამენტი ამ მუხლს განმარტავს შინაარსიდან გამომდინარე, რისთვისაც იქნა მიღებული, ჩემი აზრით, არ უნდა იქნეს შეჩერებული. დანარჩენი უკვე პარლამენტზეა დამოკიდებული, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება გუშინ გამოცხადა. მან სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლი გადაუკვალიფიცირა და ამჯერად ფულის გათეთრების ნაცვლად ბრალი თაღლითობაში  დასდო. არსებული მუხლი საქმის ხანდაზმულობას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სამივე ბრალდებული სასჯელისგან გათავასუფლებული იქნა.