მესამე პეზიდენტის სასამართლო - რუსთავის ციხიდან სპეციალური ესკორტი უკვე დაიძრა

13.01.22 11:34
მესამე პეზიდენტის სასამართლო - რუსთავის ციხიდან სპეციალური ესკორტი  უკვე დაიძრა

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ. სპეციალური ესკორტი თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართება. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომას, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული  თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ ციხიდან დაანონსა, რომ ხალხთან სალაპარაკო აქვს.