ავარიული სახლები, გაზრდილი ტარიფები და ჯანდაცვა - ენმ ბათუმის საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვს
ავარიული სახლები, გაზრდილი ტარიფები და ჯანდაცვა - "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვს და ქალაქის მერს მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატების უპასუხიმსგებლობის გამო ბათუმელებს პრობლემები დაუგროვდათ.
"ნაციონალური მოძრაობა" სოციალური საკითხების მოგვარებას მიზნით ბიუჯეტში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს, თუმცა საკრებულოს სხდომა ვერ იკრიბება. უკვე მეორე სხდომაა "ქართული ოცნება" ოპოზიციას ბოიკოტს უცხადებს და სხდომაზე არ ცხადდება.
ახალი წლების განმავლობაში ისვენებდა ქალაქის მერი. ხლა მოვედით აქ და სასაწაული ამბავი გვხვდება, რომ ქალაქის მერი თურმე გასულა შვებულებაში. რა დაიღალა, სად დაიღალა, რა გააკეთა ამ კაცმა ასეთი ამ ქალაქში, რომ გადაიღალა. ავარიული სახლებიდან დაწყებული, ადმიანები იხდიან გაზრდილ გადასახადს, ქუჩაში ვერ გადიან იმის გამო, რომ გზის ფული არ აქვთ და ეს კაცი ადგა და გავიდა შვებულებაში, საკრებულო უუნარო, მერი შევბულებაში და ქალაქი არის უპატრონოდ მიგდებული, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელოი.
"პირველებმა" საკითხზე გასაუბრება ბათუმის ვიცე მერთან, ლევან დავითაძესთან შეძლო.
ბუნებრივია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს ბიუჯეტში. დეპუტატებს უნდა დაუსვათ შეკითხვა, რატომ არ იკრიბებიან, ვერ იკრიბებიან. ჩვენ ვართ მერია, მიმართეთ დეპუტატებს, - ამბობს ვიცე მერი.
საკითხთან დაკავშირებით თავად დეპუტატებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.