მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია იყოს არალეგალური ქმედება - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, შეუძლებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არალეგალურ ქმედებად ჩაითვალოს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოშ პროცესის დაწყების წინ განაცხადა. საუბარია საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან.
ადვოკატმა მაგალითისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ანალოგიური ქმედებაც გაიხსენა.
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ და დღეს მოვისმენთ მის გზავნილებს. ჩვენ ვეცდებით, რომ პროცესი იყოს საჯარო. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური დევნილი, დღესდღეობით არის პოლიტიკური ტყვე. პოლიტიკური დევნილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია იყოს არალეგალური ქმედება, ეს არის ჰეროიკული აქტი, რომელიც სისხლის სამართლებრივ შეფასბებას არ ექვემდებარება. ანალოგიური ქმედება საქართველოს პირველმა პრეიზდენტმა, ეროვნულმა გმირმა, ზვიად გამსახურდიამ გადაგა ეს ნაბიჯი, როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო გასამართლებული სამშბოლოში დაბრუნების გამო?, - თქვა ბასილაიამ.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკვე სასამართლოს შენობაშია და პროცესის დაწყებას ელოდება.