არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში - მიხეილ სააკაშვილი
"არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. მოსამართლემ სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს მიმართა, რომ მათკენ მიტრიალებულიყო, რასაც მესამე პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სააკაშვილმა თქვა, რომ ის პატივს არ სცემს ივანიშვილის სასამართლოს.
არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი, მე ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს, რომლის წინაშე წარვდექი აქ და ვერავინ ვერ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებს ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს", - ამბობს სააკაშვილი.