ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, დროშა, რომელიც თქვენს უკანაა, ჩემი გაკეთებულია - სააკაშვილი მოსამართლეს

13.01.22 13:31
ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, დროშა, რომელიც თქვენს უკანაა, ჩემი გაკეთებულია - სააკაშვილი მოსამართლეს

საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ "ივანიშვილის სასამართლოსთვის თვალებში ყურებას არ აპირებს", რაზეც მოსამართლემ შეახსენა, რომ ის სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. 

მე სად ვბრძანდები, ძალიან კარგად ვიცი, ეს სხდომის დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეს კამერა, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიაზ ჩემი გაკეთებულია, მე სად ვარ, ტქვენი ახსნა-განმარტება არ მწირდება. ყველაფერი რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ყველაფერი რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია და ტქვენი ახსნა-განმარტება ნამდვილად არ მჭირდება და ნუცას სკოლა. თქვენგან განსხვავებით ოთხი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამტავრებული. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს, - თქვა სააკაშილმა პროცესის დაწყებისას. 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.