რამდენი ხანია არ მივლია ამხელა ესკორტით და ამდენი დაცვა არ მყოლია - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საპატიმროდან სასამართლოში გადაყვანის დროს დაცვის უპრეცედენტო რაოდენობა იცავდა.
რამდენი ხანია არ მივლია ამხელა ესკორტით პრეზიდენტობის შემდეგ და ამდენი დაცვა რამდენი ხანია არ მყოლია. ნამდვილად საპრეზიდენტო დახვედრა დამახვედრა ივანიშვილმა", - თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.