თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - სააკაშვილი მოსამართლეს

13.01.22 13:45
თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - სააკაშვილი მოსამართლეს

"თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი", - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე. მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა მისკენ მიტრიალებულიყო, რასაც მესამე პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. წერტილი. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსუყლვარ, რომ მივმართო ვიღაც. არ მინდა, აღვწერო ყველაფერი. მე არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და ჩემთვის თქვენ საერთოდ არავინ ხართ. 

მე სად ვბრძანდები, ძალიან კარგად ვიცი. ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია. ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორია ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. ყველაფერი რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება და ნუცას სკოლა. ბოდიშს ვიხდი, თქვენგან განსხვავებით 4 უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული", - თქვა სააკაშვილმა.