რომ სცოდნოდა ხელისუფლებას, რომ მე დავდიოდი საქართველოს მიწაზე, ისინი ჩემ მოკვლას გადაწყვეტდნენ - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას მისი საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მას აუცილებლად მოკლავდნენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამის მიუხედავად მან მაინც გარისკა და სამშობლოს სიყვარულის გამო საქართველოში დაბრუნდა.
აი, იმ ერთი წამისთვის, რომ თავისუფლად გამევლო ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ღირს, რომ ადამიანი წავიდეს სიკვდილზე. იმიტომ, რომ ნებისმიერ წუთში, რომ სცოდნოდა ხელისუფლებას, რომ მე დავდიოდი საქართველოს მიწაზე, რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩემი მკვლელობა,. მე ძალიან კარგად ვიცი ვისთან მაქვს საქმე და მერე ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს.., - თქვა სააკაშვილმა.