10 წლის განმავლობაში პენსია 2-ჯერ შემცირდა - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში პენსია 2-ჯერ შემცირდა. მესამე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პენსიის მინიმალური რაოდენობა 150 დოლარი უნდა იყოს. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
იმ პირობებში როცა დოლარებში ფასები ბოლო 10 წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა. ეს როგორ უნდა გააკეთო, რატომ?! რეალურად პენსია შემცირდა ათი წლის განმავლობაში 2-ჯერ და მეტჯერ თუ გავითვალისიწნებთ ფასბეის ზრდას. პენსია უნდა იყოს მინიმუმ 150 დოლარი, თავის დროზე პენსია ათჯერ მაქვს გაზრდილი ვიცი რაზე ვლაპარაკობ. ჩემ დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ , - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.