გენერალი კალანდაძე გერმანელებმა გაუშვეს ციხიდან, მაგრამ გენერალ ლილუაშვილს მოუწევს ბერლინის ციხის ხეხვა - სააკაშვილი

13.01.22 14:01
გენერალი კალანდაძე გერმანელებმა გაუშვეს ციხიდან, მაგრამ გენერალ ლილუაშვილს მოუწევს ბერლინის ციხის ხეხვა - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებას და მისი გათავისუფლებას გამოეხმაურა. 

გენერალი კალანდაძე გაუშვეს გერმანელებმა, მაგრამ გენერალ ლილუაშვილს მოუწევს ბერლინის ციხეში დიდი ხანი ხეხვა ერთი ადგილის", - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.  მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.