თქვენ ხართ გაუნათლებელი და უზნეო! - სააკაშვილი მოსამართლეს
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" ხელისუფლება "კრიმინალებად და ქვეყნის დამქცევებად მოიხსენია. მესამე პრეზიდენტმა ასევე მოსამართლესაც მიმართა და მას უზნეო და გაუნათლებელი უწოდა.
რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ხალხი ამ კრიმინალებმა! თქვენ აცნობიერებთ საერთოდ სად ვართ?! საქართველო ჩაუვარდა ხელში ყველაზე უგულო, ყველაზე ბოროტმოქმედ, ყველაზე უსისხლო, ყველაზე დამცინავ, ყველაზე გაუნათლებელ ... აი, აქ თქვენ უნდა შემოგხედოთ, ყველაზე გაუნათლებელ, უმორალო, ყველაზე უზნეო, უსაზიზღრეს ნაწილს ქართული საზოგაოდების, რომელიც ყველა დანარცენს ანადგურებს, ამათხოვრებს, ქვეყნიდან ყრის. სადამდე ნუნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში?!, - თქვა სააკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.