ერთი წელი როგორ არ დამაცალა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა - სააკაშვილი ლაზიკაზე

13.01.22 14:18
ერთი წელი როგორ არ დამაცალა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი  გამეკეთებინა - სააკაშვილი ლაზიკაზე

მიხეილ სააკაშვილმა ლაზიკას აშეენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ლაზიკას აშენების შემთხვევაში  3-4 წელიწადში ჩაიდება 5 მილიონი დოლარი. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

ლაზიკა იქნება აუცილებლად, ქართველები მთელი მსოფლიოდან დაბრუნდებიან და ჩადებენ  თავის კაპიტალს ქალაქ ლაზიკაში. ლაზიკა იქნება დიდი ქალაქი, სადაც 3-4 წელიწადში ჩაიდება 5 მილიონი დოლარი. ეს გეგმები დამიპაუზეს 2013 წლიდან.მე წამართვეს ლაზიკა.

ერთი წელი როგორ არ დამაცალა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი  გამეკეთებინა, ლაზიკა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინ არის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.  მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.