საზღვრის უკანონო კვეთა - სასამართლო პროცესი ბრალდებულების დაკითხვით გრძელდება

13.01.22 15:04
საზღვრის უკანონო კვეთა - სასამართლო პროცესი ბრალდებულების დაკითხვით გრძელდება

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდა. სხდომა მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებული 4 პირის დაკითხვით გაგრძელდება. ელგუჯა ცომაია, მამა შვილი წურწუმიები და გიორგი ნარიმანიძე ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემენ.

თავად მიხეილ სააკაშვილმა კი სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.